აქტუალური
ხანდაზმულები იზოლაციაში, შესაძლოა, წლის ბოლომდე დარჩნენ - ევროკომისიის პრეზიდენტი

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირში მცხოვრები ხანდაზმულები, შესაძლოა, იზოლაციაში წლის ბოლომდე დარჩნენ, რათა მათი კორონავირუსისგან დაცვა მოხდეს.

მე ვიცი, რომ ეს ძნელია და იზოლაცია ტვირთია, მაგრამ ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ჩვენ უნდა ვიყოთ მომთმენნი და დავიცვათ დისციპლინა. ბავშვები და ახალგაზრდები შეძლებენ უფრო ადრე ისარგებლონ გადაადგილების თავისუფლებით, ვიდრე ხანდაზმულები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონენი“, - განაცხადა მან.

ამასთან, ურსულა ფონ დერ ლაიენმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ლაბორატორიები მალე შეძლებენ ვაქცინის შემუშავებას.

ვაქცინის გარეშე, ჩვენ მოგვიწევს მაქსიმალურად შევზღუდოთ ხანდაზმულებთან კონტაქტი“, - განუცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა Bild-ს.