სამართალი
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეყვანილი ექვსი პაციენტიდან ორი აფხაზეთიდანაა

 საქართველო, 13 აპრილი, საქინფორმი. ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 12 აპრილის ღამის განმავლობაში ექვსი საეჭვო პაციენტი შეიყვანეს.

მათ შორის არის ახალგაზრდა ცოლ-ქმარი აფხაზეთიდან, ხოლო დანარჩენი პაციენტები კლინიკაში მყოფი კოვიდ19-ით ინფიციებული პირების კონტაქტებს წარმოადგენენ.

ამ დროისთვის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით სულ 17 პაციენტი იმყოფება.

ერთი უკვე გამოჯანმრთელდა და კლინიკას მალე დატოვებს.

კლინიკის მთავარი ექიმის თეიმურაზ ნადირაძის ინფორმაციით, 14 პაციენტს პნევმონია აქვს, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.