უცხოეთი
აზერბაიჯანში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევები 1253-მდე გაიზარდა

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 56 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობამ 1253-ს მიაღწია.

აზერბაიჯანის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ ვირუსისგან 404 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 25 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

აზერბაიჯანში კორონავირუსით სულ 13 ადამიანია გარდაცვლილი.

interpressnews.ge