სამართალი
შსს-მ საგანგებო მდგომაორების რეჟიმის დარღვევის 198 ფაქტი გამოავლინა

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. შსს-ს ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, სამართალდამცველებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 198 ახალი ფაქტი გამოვლინეს. პოლიციამ, 14 აპრილის 21:00 საათიდან 15 აპრილის დილის 06:00 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 90 მოქალაქე დააჯარიმა.

გარდა ამისა, სამინისტროს თანამშრომლებმა, საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების შეზღუდვის და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო, სულ 91 მოქალაქე დააჯარიმეს და მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე კიდევ 17 პირი დააჯარიმეს.