საზოგადოება
ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება

 საქართველო, 16 აპრილი, საქინფორმი. იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განმარტებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები ჩაიკეტება. „ქუთაისში დაგეგმილია ყველა სასაფლაოს დაკეტვა, ეს არის 13 სასაფლაო, ასევე ქალაქ ზესტაფონში სამი სასაფლაო. ამ სასაფლაოებზე ყველა მისასვლელი გზა იქნება გადაკეტილი რამდენიმე დღის განმავლობაში და ამ დღეებში დავაზუსტებთ თუ რამდენი დღით დაიკეტება და ზუსტად ეცნობება მოსახლეობას, რომელი დღიდან იქნება ეს შეზღუდვები დაწესებული“, – თქვა ზვიად შალამბერიძემ.