პოლიტიკა
საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ

 საქართველო, 17 აპრილი. საქინფორმი. საჯარო სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, იურიდიულ პირებს 15 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრებათ.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ირაკლი ჩიქოვანმა აღნიშნა, 17 აპრილიდან სავალდებულო ხდება პირბადეების ტარება დახურულ საჯარო სივრცეში.

პასუხისმგებლობა ამ მოთხოვნის შესრულებაზე ეკისრებათ იურიდიულ პირებს. იურიდიულ პირებზე პასუხისმგებლობა განისაზღვრა 15 ათასი ლარით“, – განაცხადა ჩიქოვანმა.