აქტუალური
კახეთი და გურია კორონავირუსს გადაურჩა

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. კორონავირუსის ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა საქართველოს 11-დან ორ რეგიონში – კახეთსა და გურიაში, იუწყება აჭარის ტელევიზია.

ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მწვანე ზონად იყო მიჩნეული სამცხე-ჯავახეთიც, თუმცა 16 აპრილს სოფელ ახალდაბაში კორონავირუსი 30 წლის ადგილობრივ მცხოვრებს დაუდგინეს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს გამოვლინდა.

ამ დროისთვის კი ინფიცირებულთა რაოდენობაა 402. აქედან გამოჯანმრთელდა 93 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა – ოთხი.

კიდევ სამი პაციენტი კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში გადმოიყვანეს სომხეთიდან და თურქეთიდან.

კარანტინში იმყოფება 4782 ადამიანი, ხოლო სტაციონარებში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ – 503.