აქტუალური
ეპიდემიის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა - იტალიის პრემიერი

 საქართველო, 21 აპრილი, საქინფორმი. იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტეს თქმით, კორონავირუსის დროს ევროპამ იტალია მარტო დატოვა. ამის შესახებ განცხადება კონტემ გერმანულ მედიასთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისივე თქმით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავადაც აღიარა, რომ იტალია მიატოვეს და ბოდიში მოიხადა. კონტეს თქმით, ის ევროკომისიის პრეზიდენტის ამ ჟესტს აფასებს.

ჩვენ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი შოკი გველოდება. ევროპამ ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გასცეს. ეს შესაძლებელია, თუ ევროპა გამოიჩენს სიმამაცეს“, – განაცხადა იტალიის პრემიერმა ჯუზეპე კონტემ.