საქართველო, 22 აპრილი, საქინფორმი. ”WHO, ფაქტობრივად, ლამის მთავარი მუხრუჭია მსოფლიოში ჯანდაცვის სისტემების განვითარებისთვის”, - განაცხადა ცნობილმა პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ, გლობალიზაციის პრობლემების ცენტრის ხელმძღვანელმა, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა, პროფესორმა ალექსანდრე ჭაჭიამ ინტერნეტ-გამოცემა Sneg.TV– სთან ინტერვიუში.
”WHO, ზუსტად იმავე ლოგიკით არ არის დაინტერესებული ინფექციური დაავადებების აღმოფხვრით, როგორც სსფ არ არის დაინტერესებული სიღარიბის ლიკვიდაციით. ეს არ არის შეთქმულება, ეს არის მათი მაღალი ხელფასების, პოლიტიკური გავლენის და სხვა ბენეფიტების ბიუროკრატიული თვითშენარჩუნების ობიექტური ინსტინქტი”, - ამბობს მხცოვანი პოლიტოლოგი, რომელიც თვლის, რომ ამჟამინდელი „პანდემია“თავისთავად ძალიან ჰგავს მსოფლიოსთვის მასობრივი ფსიქოზის შეყრის მიზანმიმართულ ოპერაციას, რათა დააკმაყოფილოს რაღაც ინტერესები და ამბიციები, რომლებსაც არაფერი აქვთ საერთო ჯანმრთელობის დაცვასთან.
„შეხედეთ რა ხდება საფონდო ბირჟებზე! აქციების მფლობელები მათ ტონობით ყიდიან, პანდემიის განვითარების ყველაზე უარესი სცენარის შიშით. მაგრამ, ვიღაც ხომ ყიდულობს ამ აქციებს იაფად?! დიდი ბიზნესმენის ალღოიანმა პრეზიდენტი ტრამპი ტყუილუბრალოდ როდი დაეჭვდა და განაცხადა, რომ WHO ატყუებს საზოგადოებას!”, - აჯამებს ჭაჭია.