სამართალი
ყინწვისის მამათა მონასტერში ინციდენტი მოხდა, დაწყებულია გამოძიება

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. ყინწვისის მამათა მონასტერში რამდენიმე დღის წინ სასულიერო პირებს შორის შელაპარაკება მოხდა. არსებული ინფორმაციით, ცივი იარაღით მსუბუქად დაიჭრა დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი სასულიერო პირი.

მომხდარს არ ადასტურებენ რუის-ურბნისის ეპარქიაში.

შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.