უცხოეთი
საქართველოს მხრიდან უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა, უკიდურესობა - უკრაინის პირველი პრეზიდენტის შეფასებები

 საქართველო, 23 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას, ქვეყნიდან ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, უკიდურესს ნაბიჯს და უკრაინის სუვერენულ საქმეებში ჩარევას უწოდებს - ამის შესახებ დამოუკიდებელი უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა, ტელეკომპანია 112-ს განუცხადა. მან სააკაშვილის, უკრაინის ვიცეპრემიერად დანიშვნა შეაფასა.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება უკიდურესობაა. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. ის საქართველოს მოქალაქე არ გახლავთ. უკრაინის ხელისუფლებას მის დანიშვნასთან დაკავშირებით ნებისმიერი წინადადების გაკეთება შეუძლია. შევახსენებ ჩემს ქართველ მეგობრებს, რომ უკრაინა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო თავად წყვეტს, ვინ და სად დანიშნოს. როგორი ხელისუფლება ჩამოაყალიბოს. ქვეყანა ხელმძღვანელობს კანონით და კონსტიტუციით. უკრაინის სახელმწიფომ ქართველ კოლეგებთან ურთიერთობაში უნდა, გამოიჩინოს შესაბამისი სიმკაცრე და არ მისცეს მათ საშვალება, უკრაინის შიდა საქმეებში ცარევის" - განაცხადა ლეონიდ კრავჩუკმა.

კრავჩუკის თქმით, თუკი ქართულ მხარეს, აქვს სააკაშვილის წინააღმდეგ, მისი დანაშაულის მტკიცებულებები, უნდა გაიარონ შესაბამისი პროცედურა, ინტერპოლის მეშვეობით.

საქართველოს ხელისუფლების განცხადებები, მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ვიცე პრემიერად დანიშვნის შესახებ, უკრაინის სუვერენულ საქმიანობაში ჩარევაა - ამის შესახებ, გუშინ ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელმა, დავით არახამიამ განაცხადა.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, უკრაინის პირველ ვიცე პრემიერად დაინიშნება, რომელიც რეფორმების მიმართულებას უხელმძღვანელებს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

expressnews.ge