სამართალი
თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს

 საქართველო, 28 აპრილი, საქინფორმი. თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარ სამმართველოს ახალი უფროსი ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა კახა ბუხრაძის ნაცვლად, ლაშა ჯოხაძემ დაიკავა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შს სამინისტროში განუცხადეს, კახა ბუხრაძე მუშაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობაზე გააგრძელებს, ის მანამდე, პარალელურად, თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსიც იყო.

უწყების განმარტებით, თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა ცალკე გამოიყო და სწორედ აღნიშნულ პოსტს ლაშა ჯოხაძე დაიკავებს.