სამართალი
ბოლო 24 საათში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის შსს-მ 109 პირი დააჯარიმა

 საქართველო, 29 აპრილი, საქინფორმი. პოლიციამ ბოლო დღე-ღამეში საგანგებო მდგომარეობის წესების დარღვევისთვის 109 პირი დააჯარიმა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ამ დროის განმავლობაში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 3 000-ლარიანი ჯარიმა 63 პირს გამოუწერეს, თვითიზოლაციისთვის - ერთს, შეკრების წესისა და დისტანციის დარღვევისთვის - 45. ჯარიმების საერთო მოცულობა 327 ათასი ლარია.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა, 31 მარტის 21:00 საათიდან კი კომენდანტის საათი მოქმედებს.