პოლიტიკა
კორონავირუსთან საბრძოლველად მსოფლიო ბანკმა საქართველოს 80 მლნ დოლარი გამოუყო

 საქართველო, 30 აპრილი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკს და საფინანსო ინსტიტუტის რეგიონულ დირექტორ სებასტიან მოლინეუსს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის. მსოფლიო ბანკის მიერ COVID-19-ის პანდემიაზე რეაგირებისთვის საქართველოს დასახმარებლად 80 მილიონ აშშ დოლარის გამოყოფას მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ ტვიტერში, ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.

მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკს 80 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის დამატებითი ფინანსური მხარდაჭერისთვის. მეტიც – ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას პროექტის – Log In Georgia ფარგლებში, რათა სოფლად 700-ზე მეტი ადგილი დავაკავშიროთ ინტერნეტს. ერთად დავძლევთ კრიზისს! მადლობა სებასტიან მოლინეუსს მისი ძალისხმევისთვის!“ – წერს გიორგი გახარია „ტვიტერში“.