უცხოეთი
რუსეთის პრემიერ-მინისტრს კორონავირუსი დაუდგინდა

 საქართველო, 1 მაისი, საქინფორმი. რუსეთის პრემიერ-მინისტრს, მიხეილ მიშუსტინს კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ახლახან ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსზე ჩაბარებულმა ტესტებმა დადებითი შედეგი აჩვენეს. შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმი და ექიმების რჩევები უნდა შევასრულო. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ჩემი კოლეგები დავიცვა ვირუსისგან“, - განაცხადა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინთან ვიდეოკონფერენციის დროს.

აღსანიშნავია, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობებს ვიცე-პრემიერი, ანდრეი ბელოუსოვი დროებით შეასრულებს.

imedinews.ge