აქტუალური
საქართველოში კორონავირუსით მე-9 ადამიანი გარდაიცვალა

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. საქართველოში კორონავირუსით მე-9 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge-ზე აისახა. იუწყებიან, რომ გარდაცვლილი 58 წლის პაციენტია, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო.

3 მაისს საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 215 ადამიანი. კარანტინის რეჟიმშია 5066, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 528 პირი.