სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 4 მაისი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი სუს-ის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას სუს-ში ადასტურებენ.

უწყების ცნობით, ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა სუს-ი დეტალებზე არ საუბრობს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, გარდაცვლილი სუს-ის სამეურნეო ნაწილში მუშაობდა და მან ცეცხლასროლი იარაღით თავი მოიკლა.