აქტუალური
ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„დელეგაციის“ წევრებს შორის არიან დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა. „პრეზიდენტის ადმინისტრაციაში“ არ აკონკრეტებენ ვიზიტის დეტალებს.

აფხაზეთში ე.წ. არჩევნები 22 მარტს ჩატარდა. დე ფაქტო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ასლან ბჟანიამ ხმების 56.5 პროცენტი მიიღო. სოხუმში დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 აპრილს გაიმართა.