სამართალი
სააკაშვილმა დაადასტურა, რომ უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ნიშნავენ

 საქართველო, 7 მაისი, საქინფორმი. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში დაადასტურა, რომ მას უკრაინის რეფორმების ეროვნულ საბჭოში ნიშნავენ.

აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ და არა მდივნად“, - დააზუსტა მიხეილ სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა შესთავაზა რეფორმების საკითხებში ვიცე-პრემიერის თანამდებობა.

მისივე განცხადებით, უკრაინის ვიცე-პრემიერად მის დანიშვნას სხვადასხვა ინტერესის მქონე ბევრი ჯგუფი ეწინააღმდეგებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ: „არასდროს მინახავს, რომ რომელიმე კანდიდატურას ასე განიხილავდნენ“.

სააკაშვილის დანიშვნას მოწინააღმდეგეები გამოუჩნდნენ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურის“ საპარლამენტო ფრაქციაშიც და საბოლოოდ ეს საკითხი პარლამენტის დღის წესრიგში არ დადგა. ამის შემდეგ, ფრაქციის თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა თანამდებობას დაიკავებს.

უკრაინის მთავრობაში სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას საქართველოს ხელისუფლებისგან მკვეთრად უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ არ გამორიცხა, რომ კონსულტაციისთვის კიევიდან ელჩს გაიწვევენ.