აქტუალური
საგარეო საქმეთა მინისტრი: ვამაყობთ სამამულო ომის გმირებით

 საქართველო, 11 მაისი, საქინფორმი. გამარჯვების დღე საშუალებას გვაძლევს გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და აღფრთოვანება ყველა იმ ადამიანისდმი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა კაცობრიობის გადასარჩენად, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებაში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეებს მიმართა. ევროპის საბჭოს თავმჯდომარე–ქვეყნის სტატუსი საქართველომ 2019 წლის ნოემბრის ბოლოს მიიღო. თავმჯდომარეობა მას საფრანგეთმა გადაეცა.

დღეს ჩვენ ვიხსენებთ მეორე მსოფლიო ომის დასრულების 75 წლის იუბილესისტორიაში ყველაზე დამანგრეველი ომის, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და მსოფლიოს უდიდესი ტანჯვა მოუტანა. ეს დღე გვაძლევს საშუალებას გამოვხატოთ ღრმა პატივისცემა და აღფრთოვანება ყველა იმ ადამიანისდმი, ვინც საკუთარი სიცოცხლე შესწირა კაცობრიობის გადასარჩენად“, – განაცხადა ზალკალიანმა.

მთავარი დიპლომატის სიტყვებით, მსგავსი სისასტიკე რომ არ განმეორდეს საჭიროა საერთაშორისო სამართალის დაცვა.

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს საქართველოში გამარჯვების დღე მასშტაბურად არ აღუნიშნავთ. 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მოქმედებს რიგი შეზღუდვები, მათ შორის იკრძალება სამზე მეტი პირის შეკრება.