სამართალი
მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია

 საქართველო, 12 მაისი, საქინფორმი. ზურაბ ადეიშვილი უკრაინაში გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველია რეფორმების დარგში, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინაში რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ადეიშვილი ასევე წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც იყო.

ძველი პროკურორების 80% გენერალური პროკურატურის ცენტრალურ ოფისში, სწორედ ზურა ადეიშვილის თავმჯდომარეობით გაცხრილა კომისიამ. ეს არის ამერიკელების დაფინანსებული პროგრამა, ამერიკელების ეგიდის ქვეშ არის. ადეიშვილი იყო წინა გენერალური პროკურორის მრჩეველიც და ახლანდელი გენერალური პროკურორის მთავარი მრჩეველიცააა რეფორმების დარგში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში.