უცხოეთი
კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა

 საქართველო, 13 მაისი, საქინფორმი. კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებით, რუსეთმა მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა.

რუსეთის მთავრობის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ბოლო ერთ დღეში რუსეთში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 10 899 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ეპიდემიის დაწყების შემდეგ, რუსეთში კორონავირუსი საერთო ჯამში 232 243 ადამიანს დაუდასტურდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ახალი ტიპის კორონავირუსისგან ქვეყანაში უკვე 43 512 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 116 კი დაიღუპა.

1tv.ge