აქტუალური
ცხინვალში Covid-19 რუსეთიდან დაბრუნებულ კიდევ ორ პირს დაუდასტურდა

 საქართველო, 14 მაისი, საქინფორმი. ცხინვალის რეგიონში ახალი კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ 25 დადასტურებული შემთხვევა.

ორივე მათგანს რუსეთის ფედერაციაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი კარანტინში იმყოფებოდნენ. ოსური მედიის ინფორმაციით, ერთი მათგანი სამხედრო სასწავლებლის კურსანტია, რომელიც ცხინვალში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.

დაკვირვების ქვეშ 290 პირი იმყოფება.

კორონავირუსის შემთხვევები ფიქსირდება აფხაზეთშიც.