რელიგია
სასულიერო პირებმა თბილისის ქუჩები აკურთხეს

 საქართველო, 18 მაისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით სასულიერო პირებმა ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით შემოიარეს თბილისის ქუჩები და დალოცეს მოსახლეობა.

ავტოკოლონამ მსვლელობა სამების საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

პატრიარქის ლოცვა კურთხევით უკვე დიდი ხანია, ერთი კვირის განმავლობაში არის ღვთისმშობლის კვირეული და დღეს დედა ღვისმშობელს მადლობას ვუხდით, რომ ჩვენი ქვეყანა დაიფარა ამ მძიმე განსაცდელისგან და ჟამიანობისგან. ასევე დღეს ოჯახის სიწმინდის დღეა.

დღეს ვიცით, რომ არ შეიძლება ხალხის შეკრება და სასულიერო პირები, ჩვენ მივდივართ ოჯახებში, ქალაქი ეკურთხება, რომ რაც შეიძლება დაცული იყოს. დღესაც მადლობის ნიშნად ეკურთხება ქალაქი“, – განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.