აქტუალური
ირაკლი ოქრუაშვილი აცხადებს, რომ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება

 საქართველო, 19 მაისი, საქინფორმი. ერთმნიშვნელოვნად ვიქნები მაჟორიტარი, ოღონდ სად, ამას ოდნავ მოგვიანებით გეტყვით, - ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გამართულ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა უნდა გადადგას, რადგან ამას მომდევნო არჩევნებზე ბრძოლის განსხვავებული ხასიათი მოითხოვს.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ოპოზიციურმა ლიდერმა ეს ნაბიჯი უნდა გადადგას ნებაყოფლობით. ამას მოითხოვს განსხვავებული ხასიათი ამ არჩევნებზე ბრძოლის. ყველა უნდა წავიდეთ წინა ხაზზე, მაჟორიტარული ოლქები არის ბრძოლის წინა ხაზი“, - განაცხადა ოქრუაშვილმა.