უცხოეთი
ვლადიმერ ზელენსკი მზადყოფნას გამოთქვამს, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები ნებისმიერი ფორმატში გამართოს

 საქართველო, 21 მაისი, საქინფორმი. უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმერ ზელენსკის განცხადებით, ის მზადაა, ნებისმიერი ფორმატით გამართოს მოლაპარაკებები ვლადიმერ პუტინთან, უკრაინის ტერიტორიების დაბრუნებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების თემაზე.

„მზად ვართ ნებისმიერი ფორმატით ვაწარმოოთ მოლაპარაკებები, იმისთვის, რომ ომი დასრულდეს და ჩვენი ტერიტორიები დაგვიბრუნდეს. ნებისმიერი ფორმატი შეიძლება. ჩვენ შედეგები გვჭირდება“,-განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, ის პოლიტიკური პატიმრები, რომლებიც რუსეთისა და ყირიმის ციხეებში იმყოფებიან, სამშობლოში უნდა დაბრუნდნენ.

„ახლა ყველა საკუთარი ქვეყნის ამბებშია ჩართული კორონავირუსის გამო. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების, ჩვენი ტყვეების დაბრუნების და უკანონო ანექსიის საკითხი თვალთახედვის არეალიდან გაქრეს“,-აღნიშნა ზელენსკიმ.

interpressnews.ge