სამართალი
მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას - ზურაბ ჯაფარიძე

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა ზურაჯაფარიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

ზურაბ ჯაფარიძე „ლელოს“ გაჟღერებულ პოზიციას გამოეხმაურა, სადაც პარტიის ლიდერებმა აღნიშნეს, რომ ერთსექსიანთ ქორწინების დაკანონებას მხარს არ დაუჭერენ.

მე მხარს ვუჭერ ერთნაირსქესიანთა ქორწინების, ისევე როგორც ერთნაირსქესიანთა ოჯახების მიერ შვილების აყვანის დაკანონებას შესაბამისად, ის ბოდვა ჩანაწერი ამოსაშლელია კონსტიტუციიდან. ქორწინებაში ვგულისხმობ ურთიერთობის სამოქალაქო რეგისტრაციას; რელიგიური რიტუალი კონკრეტული კონფესიის საქმეა.

ზოგადად, ვთვლი რომ სახელმწიფოს საქმე საერთოდ არ არის ვინ ვისთან ერთად ქმნის ოჯახს, მაგრამ თუ ასეთი (რეგისტრაციის) უფლება არსებობს, საიდანაც შემდეგ სხვა უფლებები გამომდინარეობს, ის უნდა არსებობდეს ყველასთვის, განურჩევლად ნებისმიერი ნიშნისა და ლელოზე ნუ გადაირევით მაინცდამაინც, სხვა პარტიებსაც იდენტური ან ოდნავ გაბლარული პოზიცია აქვთ ამ საკითხთან მიმართებაში; იმიტომ კი არა, რომ რამე პრინციპს იცავენ. ხალხის რისხვის და ხმების დაკარგვის ეშინიათ“, – წერს ზურა ჯაფარიძე.