უცხოეთი
აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 315 შემთხვევა გამოვლინდა

 საქართველო, 10 ივნისი, საქინფორმი. აზერბაიჯანში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 315 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი, 229 პირი კი, გამოჯანმრთელდა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდი“ მინისტრთა კაბინეტთან არსებული ოპერატიული შტაბის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

9 ივნისის მდგომარეობით, აზერბაიჯანში სულ გამოვლენილია „კოვიდ-19“-ის 8 191 შემთხვევა, გარდაცვლილია 98 ადამიანი. ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კი, 4 606-ს შეადგენს.

განსაკუთრებული რეჟიმის საავადმყოფოებში ამჟამად 3 487 ადამიანი მკურნალობს.

1tv.ge