სამართალი
მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა

 საქართველო, 15 ივნისი, საქინფორმი. იმსჯელებს თუ არა ოპოზიცია ერთიანი საარჩევნო სიის შექმნასთან დაკავშირებით – მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, რომელიც უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ 13 ივნისს გააჟღერა, ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა.

ერთიანი საარჩევნო სიის იდეასთან დაკავშირებით, მოლაპარაკების ერთ მაგიდასთან მსხდომებს რადიკალურად განსხვავებული პოზიციები აქვთ, თუმცა, გახდება თუ არა აღნიშნული საკითხი განხილვისა და მსჯელობის საგანი „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მორიგ შეხვედრაზე, ჯერჯერობით, გაურკვეველია.