სამართალი
ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს - „დოიჩე ველე“

 საქართველო, 23 ივნისი, საქინფორმი. ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახი დაცვას ითხოვს, - „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ამის შესახებ ხანგოშვილის ოჯახის მიერ ადვოკატებისთვის გაგზავნილ წერილშია აღნიშნული.

ვითხოვთ, რომ ჩვენ შორის მათ, რომლებსაც ჯერ კიდევ არ მიუღიათ დაცვა, უზრუნველყონ ის გერმანიასა და, შესამაბისად, შვედეთში. სამწუხაროდ, შარშან გავაცნობიერეთ, რომ გამართლებულია რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში, რომლის გამოც სამშობლო დავტოვეთ”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ხანგოშვილის ოჯახი მიესალმება იმ ფაქტს, რომ გერმანიის პროკურატურამ „სრულყოფილი გამოძიების“ შემდეგ ბრალის წაყენება განახორციელა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ჩვენი მამა, ძმა და მეუღლე რუსეთის ხელისუფლების დაკვეთით მოკლეს“,- ნათქვამია ზელიმხან ხანგოშვილის ოჯახის განცხადებაში.