უცხოეთი
ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი უკრაინის და ირანის საკითხებზე იმსჯელებენ

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 26 ივნისს ვიდეო ფორმატის შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ორი ქვეყნის პრეზიდენტები უსაფრთხოების თემებზე, მათ შორის უკრაინის, ლიბიისა და ირანის საკითხებზე, იმსჯელებენ.

კრიზისის დღის წესრიგში განსაკუთრებით უკრაინის საკითხზე საჭიროა შემდგომი პროგრესი”, - ნათქვამია ელისეს სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.