პოლიტიკა
ვის და რა მიზნით აფინანსებს სოროსის ფონდი საქართველოში - საქინფორმის ექსკლუზივი

     გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დასავლეთის ქვეყნები არ იშლიდნენ მსოფლიოში დემოკრატიის თესლის“ „თესვისა და ზრდის" მცდელობებს. მოგეხსენებათ, რომ მათი ძალისხმევა იქცა, კერძოდ, სსრკ- და მთლიანად სოციალისტური ბლოკის დაშლის ერთერთ მიზეზად. მომავალში, ეტყობა, დაგეგმილი იყო "დემოკრატიის საყოველთაო ტრიუმფი". თუმცა, დასავლური ინსტიტუტების საქმიანობა არ შემცირებულა - პირიქით, XX საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისიდან ის მხოლოდ პროგრესირებდა. ამ პროცესებისგან განზე არ გამდგარა ამერიკელი მილიარდერიც - ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი, რომელმაც შექმნა თავისივე სახელობის ფონდი, მრავალი ორგანიზაციისა და ინსტიტუტის სპონსორად რომ იქცა.

   სოროსის ფონდის საქმიანობას ფართო გეოგრაფია აქვს მთელ მსოფლიოში. მათ შორის - პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, სადაც მან ბობოქარი საქმიანობა გააჩაღა, და რვაფეხას მსგავსად, თავისი "საცეცები" მოსდო სახელმწიფოთა ცხოველქმედების სხვადასხვა სფეროს. ეს საცეცები ვერც ამიერკავკასიამ აიცილა.

საქართველოში სოროსის ფონდის ფილიალს ღია საზოგადოებას“ უწოდებენ. ის ჯერ კიდევ 1994 წელს დაარსდა და თავი მოაქვს სასამართლო სისტემისა და ჯანდაცვის რეფორმირების, მედიის თავისუფლების, საქართველოს ევროინტეგრაციის, საზოგადოებაში თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობის პრინციპების მხარდაჭერისთვის მებრძოლად. 2008 წლიდან ღია საზოგადოების“ ვებსაიტზე წარმოდგენილია 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ღირებულების ათასზე მეტი გრანტი სხვადასხვა პროექტისათვის.

   ფონდი აფინანსებს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოს, ვითომდა საქართველოს ევროპული ვექტორისა და ანტირუსული განწყობების დასამკვიდრებლად. სხვებთან შედარებით სონსორული დახმარების „გემრიელი ლუკმები“ 2017 წლიდან მიიღეს გაზეთებმა „Netgazeti”-მა (140 ათას დოლარზე მეტი) და „Liberali“-მა (დაახლოებით 93 ათასი დოლარი), რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს თავისი სპონსორის ნების შესრულებაში ოპოზიციის ქმედებებისა და სხვადასხვა ექსპერტების საეჭვო განცხადებების მასშტაბურად გაშუქების გზით. ასევე საიტმა „Livepress.ge“- მ მიიღო 25 ათასი აშშ დოლარის ოდენობის გრანტი "საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა და მათი შთამომავლების შესახებ" ჟურნალისტური მასალების მომზადებისთვის, რომლებიც ქვეყნდებოდა ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე.

2018 წლის ბოლოს ფონდმა ღია საზოგადოებამ“ გამოაცხადა კონკურსი 49 ათასი დოლარის თანხაზე, უნივერსიტეტებისთვის თანამედროვე ჰიბრიდული ომის შესახებ სახელმძღვანელოს დაწერაზე. დაგეგმილია, რომ სახელმძღვანელო ქართული დემოკრატიის წინაშე მდგარი საფრთხეების შესასწავლ პრაქტიკულ წიგნად იქცევა სტუდენტებისა და ექსპერტებისთვის. საქართველოში სწავლის პროცესის მხარდასაჭერად წამოწყებული ინიციატივის ნიღბით, სოროსელები ცდილობენ თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამებისა და მასალების გავრცელებას, თავიანთი ფსევდო-დემოკრატიული იდეოლოგიის დასამკვიდრებლად.

   პოლიტიკური მოწყობის ფორმის თვალსაზრისით, ფონდი ღია საზოგადოება“ ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს დეცენტრალიზაციას. სწორედ ამიტომ, 2018-2019 წლებში ფონდმა გამოყო დაახლოებით 100 ათასი დოლარი ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებული ორი პროექტისთვის ("თვითმმართველობის დრო" და "ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი"). ადგილობრივი თვითმმართველობის ყბადაღებული ინდექსის ინტერნეტპლატფორმაზე www.lsgindex.org შემოტანა რეგიონალური ხელისუფლების საქმიანობის და მისი პიარი ქართულ საზოგადოებაში სხვა არაფერია თუ არა სოროსელი აქტივისტების მისწრაფება, შეარყიონ ხელისუფლების ვერტიკალი ქვეყანაში, შეამცირონ მისი მნიშვნელობა, შექმნან საქართველოს .. შეერთებული შტატები, რომელთაგან თითოეული ცხოვრობს საკუთარი ნებისა და სურვილების შესაბამისად, მიანიჭოს იაფფასიანი დემოკრატიული სიპრიალე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს თბილისის გავლენას მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

სოროსის ფონდის ქართულ ფილიალს არ ავიწყდება ყბადაღებული რუსული საფრთხეც და მასზე ფულის ხარჯვა არ ენანება. მაგალითად, 2018 წელს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გამოძიებაში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობისთვის 97 ათას დოლარზე მეტი გამოიყო. ეს თანხები გამოიყენებოდა ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის გამოძიების პროცესში. ამის შედეგად, უკვე გამოქვეყნდა მედიაში მთელი რიგი სტატიები, რომლებიც ამ მოვლენებს თავისებურად განმარტავენ. აღნიშნული სტატიების მთავარ პარადიგმაში რეფრენად ჟღერდა, რომ ქართული მხარე არ იყო აგრესორი ამ ომში, მიუხედავად იმისა, რომ თვით დასავლურმა საზოგადოებამ საბოლოოდ აღიარა, რომ სწორედ სააკაშვილმა გააჩაღა სისხლისღვრა 2008 წელს სამხრეთ ოსეთში.

ერთი წლის შემდეგ, გრანტის სახით გამოიყო 46,745 აშშ დოლარი პროგრამის "ანტი-ლიბერალური პოპულიზმი და რუსეთის გავლენის საფრთხე საქართველოს რეგიონებში" განსახორციელებლად. მისი დახმარებით დაგეგმილია რუსული რბილი ძალისგავლენის შეფასება და გაკონტროლება საქართველოს მოსახლეობაზე. ასეთი ქმედებები ახასიათებს სოროსის ფონდის ყველა ფილიალს პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომლისთვისაც რუსოფობია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდება, პირველი რიგის ამოცანას წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკაზე ყურადღების გამახვილება სოროსელთა საყვარელი ხრიკი, ფერადი რევოლუციებისა და მსგავსი არეულობების ერთ – ერთი მთავარი ფაქტორია. ეს ჰგავს „ტროას ცხენს“, რომელსაც ღია საზოგადოების“ მიმდევრები ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ შემოაგორებენ ქვეყანაში.

და, რა თქმა უნდა, სოროსის ფონდის ქართულმა ფილიალმა გვერდი ვერ აუარა ქვეყანაში მოახლოებულ არჩევნებს. ამავე მიზეზით 2020 წლის დასაწყისიდან, მან უკვე გამოყო 43,450 აშშ დოლარის ოდენობის თანხა საპარლამენტო არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვებისთვის. ქართველი სოროსელების თქმით, ეს თანხას მოხმარდება "წინასაარჩევნოდ სამართლიანი, თანაბარი და კონკურენტული გარემოს შექმნას, ყველა მონაწილე სააგენტოსა და ორგანიზაციის მონიტორინგის გზით". ფულის ერთ-ერთი მიმღები არის GYLA (Georgian Young Lawyers Association) - ახალგაზრდა ქართველ იურისტთა ასოციაცია, რომელიც გააკონტროლებს და შეაფასებს არჩევნებისა და თანამდევი პოლიტიკური მოვლენებისათვის მზადებას, სისტემატურად გამოაქვეყნებს თავისი საქმიანობის ანგარიშებს. GYLA უკვე დიდი ხანია "დაიხუნძლა" დასავლური გრანტებით, როგორც საახალწლო ნაძვის ხე - გირლიანდებით. სოროსის ფონდის გარდა, შინნაზარდ ქართველ იურისტებს დახმარებას უწევენ აშშსა და დიდი ბრიტანეთის საელჩოები საქართველოში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ეუთო და „დასავლელი პარტნიორების“ სხვა ორგანიზაციები და უწყებები. დასავლეთისგან საკმაოდ ხელგაშლილი ფინანსური მხარდაჭერის მიღებით, საია ხდება ოპოზიციური პროპაგანდის მთავარი მაცნე, რომელიც დაწვრილებით აღწერს მოქმედი ხელისუფლების მიერ ოპოზიციის შევიწროებას სამოქალაქო უფლებების დარღვევის კუთხით. ამასთან, GYLA იწყებს პროცესებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ უფლებამოსილების გადაჭარბებისა და მოქალაქეების მონაცემების უკანონოდ გამოყენების შესახებ, აქვეყნებს მასალებს მედიაზე სახელმწიფო აპარატის ზეწოლის შესახებ (მაგალითად, ინტერნეტ პლატფორმა Reginfo.ge-ზე, რომელიც „ღია საზოგადოების გრანტის მიმღებია).

ამასთან, ახალგაზრდა ქართველი იურისტები ყველანაირ ზეწოლას ახდენენ სასამართლო სისტემაზე, მისი "რეფორმირების" მოთხოვნით, თუმცა სინამდვილეში - მის დასუსტებას ლამობენ. ისინი "მტრულად" აღიქვამენ თითქმის ყველა სახელმწიფო ინიციატივას სხვადასხვა ინსტანციის სასამართლო ორგანოებში კანდიდატების დანიშვნის პროცესში და ყველა კუთხეში გაჰყვირიან დანიშვნის პროცედურის "გამჭვირვალობასა" და სიცხადეზე. სინამდვილეში კი ეს ქმედებები იწვევს სასამართლოების საქმიანობის შეფერხებას, მათ გადაჭარბებულად დატვირთვას. შემდგომში საიას სურს გააძლიეროს თავისი გავლენა ქვეყანაში სასამართლო პროცესზე, მისი წევრების დელეგირებით საქართველოს სასამართლო სისტემის საქმიანობის საზედამხედველო კომისიების უმრავლესობაში.

   გარდა ამისა, წლის დასაწყისიდან „ღია საზოგადოებამ“ უკვე შესაწირა $ 40,000 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს "მემარჯვენე განწყობებთან" საბრძოლველად, ანტიდემოკრატიული განწყობების ნამდვილი მიზეზების გამოსავლენად და ანტიდასავლური გამოსვლების თავიდან ასაცილებლად. მოსალოდნელია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სრულად იქნება გამოყენებული მისი სპონსორის ნების შესასრულებლად. ის იქცევა სოროის ფონდის ერთგვარ ქართულ რუპორად გაერთიანებული ოპოზიციის ლოზუნგების მსგავსი რიტორიკის გამოყენებით, რაც შემთხვევითი სულაც არ არის.

ასეა თუ ისე, მაგრამ დემოკრატიული ფასეულობების პოპულარიზაციისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ნიღბით, სოროსის ფონდიქართული ფილიალი „ღია საზოგადოება“ სახიფათო თამაშს თამაშობს, რასაქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციამდე მივყავართ. სოროსის ფონდის ქმედებები - რვაფეხას სიცოცხლეს ჰგავს, რომელიც წყლის წიაღში შეუმჩნევლად გადის, და ერთი შეხედვიტ გამჭვირვალე და კეთილსაიმედოა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით - ხსენებული მზაკვარი და მოხერხებული მოლუსკის მსგავსად, სოროსის მიმდევრები შეუმჩნევლად აქცევენ საქართველოს თავიანთ საცეცებში! და როდესაც ისინი საქართველოს მთავარ არტერიას შემოეჭდობა, გვიანი იქნება "ბორჯომის სმა“ ...

საქინფორმის რედაქცია
2020 წლის 6 ივლისი
საქართველო, თბილისი