აქტუალური
იგეგმება იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ქალაქ გორში გადატანა. ახალი შენობის ასაშენებლად ბიუჯეტიდან 3 მილიონი ლარი გამოიყოფა.
ცვლილებების თანახმად, დევნილთა უწყებას წელს დაგეგმილი 30.3 მილიონი ლარიდან დაფინანსება 40.7 მილიონ ლარამდე გაეზრდება. ბაინდურაშვილის თქმით, დამატებითი დაფინანსების ნაწილი დევნილთა სახლების რეაბილიტაციას მოხმარდება.
ამ უწყებისათვის დაფინანსების ზრდა ბიუჯეტის თავდაპირველი პროექტით გათვალისწინებული არ ყოფილა.