უცხოეთი
სომხეთში რუსეთთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო – ერევანი

 საქართველო, 24 ივლისი, საქინფორმი. სომხეთ-რუსეთის ერთობლივი საჰაერო თავდაცვის სისტემის გეგმური სასწავლო წვრთნები დაიწყო. ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერი, შუშან სტეპანიანი ავრცელებს.

როგორც სტეპანიანი წერს, სასწავლო წვრთნების მიზანია უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენების მეთოდების სწავლება.

ოფიციალური ინფორმაციითვე, წვრთნებში სარაკეტო კომპლექსები, გამანადგურებელი ავიაცია, ასევე, საზენიტო საარტილერიო დანაყოფები მონაწილეობენ.

სომხეთში რუსეთის სამხრეთის ოლქის ბაზის ერთობლივი სამხედრო ტაქტიკური წვრთნები პერიოდულად მიმდინარეობს.

netgazeti.ge