პოლიტიკა
არნო ხიდირბეგიშვილი: „ქართული ოცნების“ „ღამურები“ და „თეთრი ლაქები“

   საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე სამი თვე დარჩა - ეს "ქართული ოცნების" უკვე მესამე საპარლამენტო არჩევნებია. საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე ყოველ ჯერზე ხელისუფლებას ვთხოვ - გაითვალისწინოს სამი შეცდომა, რაც მათ არჩევნების შემდეგ მტკივნეულად დააზარალებს, ესაა: 1 - საკადრო პოლიტიკა, 2 - საინფორმაციპოლიტიკა, 3 - საგარეო პოლიტიკა.

     1. შეწყვიტოს პოლიტიკური მაზოხიზმი - არ შეიყვანოს პარლამენტში “ღამურები“, რომლებიც ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში ღალატობენ საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციაში „გადაფრინდებნ“. დღეს "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა მაჟორიტარების სია, რომელთაგან ზოგიერთპრობლემებშეუქმნის პარტიას უკვე არჩევნების დღეს, ამომრჩეველთა შორის არაპოპულარობის გამო. ხომ არ იქნება ასეთი საკადრო შეცდომები პარტიულ სიაში?

   2. შეწყვიტოს ყრუ-მუნჯად თავის მოკატუნება - დაეყრდნოს რამდენიმე ობიექტურ, სერიოზულ მედიას, რომლებიც ქართველ ხალხში ავტორიტეტით სარგებლობენ და გაატარებენ სახელმწიფო საინფორმაციპოლიტიკას. დღეს, ტელეკომპანია იმედისგარდა, მმართველი პარტიის პიარზე მედია არ მუშაობს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია ამახინჯებს ყველა განცხადებას ვაშინგტონიდან და მოსკოვიდან - ინტერპრეტაციას უკეთებს თავის სასარგებლოდ - და იყენებს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. პასუხად კი მხოლოდ ბავშვური ტიტინი ისმის, რადგან ხელისუფლებას, როგორც ჩანს, ნამდვილ ჟურნალისტებთან მეგობრობის ეშინია. ხელისუფლებას არ აქვს არცერთი მედია საშუალება, რომელსაც პროფესიონალურად შეეძლება უპასუხოს უსამართლო კრიტიკას, ოპოზიციისა და უცხოური მედიის აშკარა ფეიკებს, იქნება ეს ამერიკული, რუსული, ევროპლი, თურქული, აზერბაიჯანული თუ სომხურ.

   3. შეწყვიტოს ბრმად თავის მოკატუნება - მთავრობამ და არა მოხალისეებმა უნდა დაიწყონ სამუშაო დიალოგი რუსეთთან, სანამ ძალიან გვიანი არ არის. მიზანშეწონილია ამსათვის საგარეო საქმეთა სამინისტროში ან მთავრობის ადმინისტრაციაში შექმნას სტრუქტურა რუსეთსა და დსთ-ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებში. თუ საგარეო საქმეთა სამინისტროში - მინიმუმ დეპარტამენტი, რომელსაც მინისტრის ერთ-ერთი მოადგილე უხელმძღვანელებს, თუ მთავრობის ადმინისტრაციაში - მაშინ არანაკლებ ახალი სახელმწიფო მინისტრისთავისი აპარატით, რაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის შტატის - მკვდრადშობილი დისკრედიტირებული სტრუქტურისა - და რფ-სთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეწარმომადგენლის შტატის ლიკვიდაციის საშუალებას მისცემს.

     2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მე არაერთხელ გამოვაქვეყნე რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ამოივსოს ზემოაღნიშნული სამი თეთრი ლაქა“ „ქართული ოცნების“ პარტიულ „სხეულზე“, რის შემდეგაც იგი მოუწყვლადი გახდება გარე და შიდა მტრებისთვის. დღეს სიტუაცია მეორდება, მაგრამ იმ განსხვავებით, რომ მესამე საპარლამენტო არჩევნები შეიძლება ოცნებისთვის ბოლო იყოს. ვითარება უკიდურესად გართულდა - ოფიციალური ჯგუფები აშშ-ში, რომელთა ინტერესებსაც ამერიკის ელჩი საქართველოში ატარებს, ღიად მუშაობენ რათა მმართველმა პარტიაარჩევნები წააგოს და პარლამენტში შევიდეს, როგორც არა საპარლამენტო, და მით უმეტეს საკონსტიტუციო უმრავლესობით, როგორც ეს იყო 2012 და 2016 წლებ, არამედ როგორც ერთ-ერთი პარტიული ფრაქცია. ეს საჭიროა, რათა პარლამენტის მიერ ფორმირებული მთავრობა კოალიციური იყოს და ქვეყანაში არ იარსებოს სახელისუფლებო პარტია, სხვა შემთხვევაში, საქართველოს ამერიკელი მეგობრები“ ხელისუფლებას ვარდების რევოლუციის 2მეშვეობით შეცვლიან. ამერიკელი პოლიტიკოსები ხომ ნამდვილი ნეოკომუნისტები არიან: გახსოვთ, საბჭოთა კავშირში როგორ ავსებდნენ ხელისუფლების ორგანოებს და კომპარტიაშიც კი პროპორციული კვოტებით იღებდნენ - ამდენი ნაცმენი, ამდენი კაცი და ქალი, ამდენი მუშა, გლეხი და ინტელიგენტი?!

დღეს კი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას "უნდა ჰქონდეს ძალაუფლების წილი", - განაცხადა გასულ კვირას „მთავარ არხთან“ ინტერვიუში აშშ–ის კონგრესში "საქართველოს მეგობრების ჯგუფის" თავმჯდომარე ადამ კინზინგერმა. აი კლასიკური მაგალითი საბჭოთა გათანაბრებისა, რომლის წინააღმდეგაც ჯერ კიდევ სტალინი გამოდიოდა! და ამას ამბობს მსოფლიოში მთავარი კაპიტალისტური იმპერიის წარმომადგენელი?! და თუ ბევრი მათგანი არ იმსახურებს საპარლამენტო მანდატს და ვერ მიიღებს ხმათა საჭირო რაოდენობას? რა უნდა ვქნათ მაშინ?! გავაყალბოთ არჩევნები, რათა აშშ-მა ისინი "გამჭვირვალედ" და "არათავისუფლად" არ აღიაროს?! ეს არის ნაქები "დასავლური დემოკრატიის სტანდარტი"?! თუ დემოკრატია მხოლოდ შიდაამერიკული მოხმარებისთვის გამოიყენება, მაშინ როცა დანარჩენი მსოფლიოსთვის ორმაგი სტანდარტებივარგებს?!

   მაშ, შეძლებს თუ არა "ქართული ოცნების" მამა”, მილიარდერბიძინა ივანიშვილი, მისი ამერიკელი ლობისტების დახმარებით, გააქარწყლოს 13 კონგრესმენის მიერ კაპიტოლიუმზე შექმნილი მითი, რომ ის პუტინის მოკავშირეა, რომელიც საქართველოდასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ ბრუნებს? მითი, როლისაც მის შემქმნელებსაკი არ სჯერათ?! იმედი მაქვს, რომ საქართველოს სამ მთავარ ხელმძღვანელს - ივანიშვილს, გახარიას, კობახიძეს - ესმით, რომ კოალიციური მთავრობა საქართველოს დაღუპვის ტოლფასია, რაც გულუბრყვილო ევროპელებს და საქართველოში ევროკავშირის ამჟამინდელ ელჩს არ ესმით. მედიამ ეს უნდა მიაწოდოს ქართველ ამომრჩეველს, რომელიც სამ თვეში საარჩევნო ყუთებთან მივა.

და დასკვნის სახით - ისევ „თეთრი ლაქების“ მავნებლობისა და ქართული ვირუსის შესახებ, რომელიც საქართველოში ვერა და ვერ დაამარცხეს. ამ ეროვნულ ვირუსს „COVID 19“ კი არა, შური ეწოდება!

შურმა ბევრ ქართველს დაუბინდა თვალები ისე, რომ მათ სასწაული ვერ დაინახეს - აღდგომიდან დღემდე, როდესაც კორონავირუსი ცელავს აშშ-ს, ევროპასა და რუსეთს, საქართველოში არც პანდემიადა არც "ეკლესიური კლასტერი", თუმცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების წესი არ შეუცვლიათ! ქართველებთავისი პატრიარქისაც კი შურმისი სიბრძნისთვის, ამის შემდეგ რა უნდა გაგიკვირდეს?!

     შურმა ჩემს კოლეგებს - მთავარ რედაქტორებსაც დაუბინდა თვალები, იმდენად, რომ ჯიქურ არ რეაგირებდნენ, როდესაც საქინფორმის მთავარმა რედაქტორმა ფრანგებსა და ამერიკელებზე 2 თვით ადრე განაცხადა, რომ კორონავირუსი შეიქმნა ჩინეთის ლაბორატორიაში შიდსის ვაქცინზე მუშაობის პროცესში. ისინი შურს რომ არ დაბრმავდებინა, შეამჩნევდნენ, რომ კორონავირუსმა გვერდი აუარა აფხაზეთსა და სამაჩაბლოს მარტო იმიტომ, რომ ეს - დალოცვილი ქართული მიწაა!

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც საქინფორმი და არა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, აკეთებს პროგნოზსვუზის იონში ნატოს ჯარების შესაძლო შესვლის შესახებ მილსადენების დასაცავად, და რამდენიმე დღეში ”სოკარი” მართლაც მიმართავს ასეთთხოვნით.

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც საქინფორმი და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, გვაფრთხილებს, რომ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების შესაბამისად, საქართველოში ფორს-მაჟორული გარემოებების შემთხვევაში, საქართველო იღებს ვალდებულებას, გაატაროს სამხედრო ტვირთები სომხეთში, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ აზერბაიჯანული მედია აქვეყნებს ფაქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველო- აზერბაიჯანის ურთიერთობებ.

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც საქართველოს მოსახლეობისთვის დღესაც არ არის ცნობილი - რა მიზნით შევიდა დოქტორი ვაჟა თბილისის მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე და რა პირობებიგაათავისუფლეს იგი? რა მიზნით შეაღწია დღეს იქ მავანმა ღამურებზე მონადირემ? ის ნამდვილად ზვერავდა ოს ღამურებს, თუ ამავე სახელწოდების ცნობილ რუსულ სამხედრო სპეცდანაყოფს?!

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ფრონტერას“ პროცესი მოუგო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში, მაგრამ ხელშეკრულების საბოლოოდ დარღვევისა და კანონიერი კომპენსაციის მიღების ნაცვლად, ის ამერიკის ელჩის ბრძანებით საქართველოში დააბრუნა.

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც მმართველმა პარტიამ, ამერიკის ელჩის ბრძანებით, შეცვალა კონსტიტუცია საკუთარი თავის საზიანოდ - ოქტომბრის არჩევნებამდე 8 თვით ადრე, 8 მარტს მიიღო ოპოზიციისა და სააკაშვილისთვის მომგებიანი საარჩევნო სისტემა, მოაწერა რა ხელი უპირობო კაპიტულაციის პაქტს ამერიკის ელჩის ბინაში, და ასე მიულოცა მას ქალთა საერთაშორისო დღე!

   „თეთრი ლაქაა“, როდესაც ხელისუფლებამ, ამერიკის ელჩის ბრძანებით, დაარღვია კანონი და პატიმრობიდან გაათავისუფლა მსჯავრდებული ოქრუაშვილი და უგულავა, ასევე ჩაფარცხა საქმე გვარამიას წინააღმდეგ, რომელიც დიდი ხანიციხეში უნდა იჯდეს, და ყველას ჩვენა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელშეუხებელი რიან, რადგან ისინი თურმე ჩვეულებრივი კრიმინალები კი არა, “სინდისის ტუსაღები - პოლიტპატიმრებიარიან!

   ეჭვი მაქვს, რომ მომდევნო „თეთრი ლაქა" იქნება მორიგი დათმობა კინზინგერ-რიში-დეგნანის ჯგუფისთვის, კერძოდ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის განახლება, საქართველოსთვის ყველა სავალალო შედეგით. ამიტომ, შესაძლებელი აღარ იქნება გაჩუმება ღამურებივით - „თეთრი ლაქების“ ამოვსება ​​არჩევნებამდე „ქართულ ოცნებას“ მოუწევს! საქართველოს მომავალი ამაზეა დამოკიდებული, ამაზეა დამოკიდებული ის მხარდაჭერა, რომელსაც „ქართული ოცნება“ მიიღებს ან არ მიიღებს ქართველი ამომრჩევლისგან სამ თვეში - 2020 წლის 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს.

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2020 წლის 27 ივლისი
საქართველო, თბილისი

     P.S. ან იქნებ მე ვცდები? იქნებ საჭიროა აშშ-თვის ყველაფრის და ყველაფერში დათმობა საქართველოს გულისთვის, რადგან მხოლოდ რუსეთი შეიძლება ლანძღო დაუსჯელად, ხოლო აშშ-ს შეუძლია მკაცრად დასაჯოს? იქნებ საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ იცის როგორ მოხვდეს პარლამენტში უმრავლესობით და თანაც, ყველასთან კარგი ურთიერთობები შეინარჩუნოს? არ გააღიზიანოს აშშ, არ გააღიზიანოს მეზობლებიდა მშვიდად მიიღოს ყველასგან ეკონომიკური მოგება, ინვესტიციები და გრანტები?! თუ საქართველოს სამ მთავარ ლიდერს - ივანიშვილსი - გახარია - კობახიძეს - უმაღლესი პილოტაჟის უნარი შესწევთ და გონივრული იუველური მოქმედებებით შეუძლიათ ერთდროულად დაიცვან ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიც, მაშინ მიიღეჩემი ბოდიშები და ღრმა პატივისცემა ...