უცხოეთი
სოხუმმა საქართველოს სამი დაკავებული მოქალაქე გაათავისუფლა

 საქართველო, 27 ივლისი, საქინფორმი. ოკუპირებულ აფხაზეთში 6 ივნისს „სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთის“ ბრალდებით დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში „სამოქალაქო საქართველოს“ უთხრეს, რომ დაკავებულები უკვე თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.

civil.ge