უცხოეთი
დონალდ ტრამპი აშშ-ში არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის

 საქართველო, 31 ივლისი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნების გადადების წინადადებით გამოდის.

დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ფოსტით ხმის მიცემა ზუსტ შედეგს ვერ აჩვენებს.

„ფოსტით ხმის მიცემით, 2020 წელს ისტორიაში ყველაზე არაზუსტი და გაყალბებული არჩევნები გვექნება. ეს აშშ-თვის სამარცხვინო იქნება. გადადეთ არჩევნები, ვიდრე ხალხს უსაფრთხოდ და წესების დაცვით ხმის მიცემის შესაძლებლობა არ ექნება“, – წერს ტრამპი „ტვიტერზე“.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წლის ნოემბერში უნდა გაიმართოს.

1tv.ge