პოლიტიკა
ირაკლი ოქრუაშვილი: „სააკაშვილმა ალასანიას პოლიტიკური უბიწოება სწრაფად და იაფად დააკარგვინა“

alasaniaaროგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაზეთ „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ირაკლი ალასანიას მხარდაჭერის რესურსს თავადაც ინატრებდა.

„ალასანია ერთადერთი ქალწული იყო ქართულ პოლიტიკაში, უდავოდ დიდი მოლოდინითა და მხარდაჭერის იმხელა რესურსით, რომელსაც მეც კი ვინატრებდი 2007 წელს, თუმცა ისე სწრაფად და იაფად დააკარგვინა მიშამ უბიწოება, რომ, მგონი, თავადაც ვერ მიხვდა“, – აცხადებს ოქრუაშვილი.

საპასუხო განცხადება უკვე გაკეთდა ალასანიას პარტიიდან. ზურაბ აბაშიძეს „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე ერთ-ერთი ქართული ზღაპრის პერსონაჟს – თაგვს აგონებს.

„მის მოსაზრებას განსაკუთრებული ყურადღებით არ გავცნობილვარ, თუმცა, რასაც გავეცანი, ერთი ზღაპარი გამახსენდა – ზღაპარი თაგვზე, ხან ძაღლად რომ გადაიქცევა და ხან – ლომად, მაგრამ ის გულში სულ თაგვი რჩება და არაფერი გამოსდის. ოქრუაშვილიც სწორედ ამ პერსონაჟს მაგონებს“, – აღნიშნა აბაშიძემ.