სამართალი
თურქული მედიის ინფორმაციით, სამმა საქართველოს მოქალაქემ სასტუმრო „ბაიჰარის“ მფლობელი და მისი საყვარელი მოკლეს. ინციდენტი სტამბულის გარეუბანში მოხდა.
აღნიშნული მოქალაქეების ვინაობისა და სხვა დეტალების დასადგენად საქინფორმი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა ვაშაძის უწყების პრესსამსახურში ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ აქვთ.