საზოგადოება
მომსახურების დონით ვერ დავიკვეხნით

smiling_report2საინფორმაციო პორტალმა „smilingreport.com“-მა იმ ქვეყნების სია გამოაქვეყნა, სადაც კლიენტებს კონსულტანტები საუკეთესოდ ემსახურებიან. საქართველო ამ სიაში ვერ მოხვდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ჩვენთან კლიენტებთან მომსახურების კულტურა ან არ არსებობს, ან ძალიან დაბალ ნიშნულზეა. როგორც აღმოჩნდა, მომხმარებელს ყველაზე ხშირად პორტუგალიაში, ავსტრიასა და პარაგვაიში უღიმიან, ყველაზე ხშირად ავსტრიაში, უნგრეთში და სლოვენიაში ესალმებიან, დამატებითი გაყიდვების სფეროში ლიდერები პარაგვაი, ლიტვა და ლატვია არიან.