პუბლიკაციები
სანდრო ბრეგაძე ოპოზიციის ლიდერებს სიცრუის დეტექტორის გავლას სთავაზობს

 საქართველო, 2 სექტემბერი, საქინფორმი. „ქართული მარშის“ ლიდერი სანდრო ბრეგაძე ოპოზიციის ლიდერებს პირდაპირ ეთერში სიცრუის დეტექტორის გავლას სთავაზობს. ამის შესახებ იგი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სანდრო ბრეგაძე ამბობს, იგი მზად არის დეტექტორზე პირველი გავიდეს და კითხვებს პასუხი გასცეს, რადგან ქვეყნის წინაშე „პირნათელია“.

„ქართული მარშის“ ოფიციალური წინადადება – ბოლო ხანს მუდმივად ისმის ბრალდებები რუსეთის აგენტობასთან ან დაფინანსებასთან დაკავშირებით! ვთავაზობ ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ლიდერს მამუკა ხაზარაძეს (ლელო), გიგა ბოკერიას (ევროპული საქართველო), ნინო ბურჯანაძე (დემოკრატიული მოძრაობა), დავით თარხან მოურავს (პატრიოტთა ალიანსი), კობა ნაყოფიას (ნაციონალური მოძრაობა), ლევან ბერძენიშვილს (რესპუბლიკური პარტია), ქართული მარში – შემდეგ შეთავაზება – წინადადებას – გავიაროთ ტესტირება „სიცრუის დეტექტორზე“ და საქართველოს მოსახლეობამ პირდაპირ ეთერში შეიტყოს ვინ ვინაა? რა თქმა უნდა კითხვები არ შეეხება პირად თემებს ან სხვა საკითხებს – იქნება 3 კითხვა:

1) მიგიღიათ თუ არა დავალებები უცხოეთის სპეცსამსახურებიდან ? 2) ხართ თუ არა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი? 3) მიგიღიათ თუ არა პოლიტიკური ფული რუსეთიდან ? – ქართველი ხალხი იმსახურებს პასუხებს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე! დარწმუნებული ვარ რომ 80% უარს იტყვის „სიცრუის დეტექტორზე“, გაიქცევა, დაიმალება, თუმცა თუ 20% მაინც გაბედავს, ესეც შედეგია! მე როგორც “ქართული მარშის” ლიდერი, მზად ვარ ვიყო პირველი ამ ტესტირებისას, რადგან ზუსტად ვიცი რომ პირნათელი ვარ ჩემი ქვეყნის წინაშე! ყველას დავუგზავნი ოფიციალურ წერილს და თხოვნას რომ ერთად, პირდაპირ ეთერში ვთქვათ და დავადასტუროთ სიმართლე!

P.S. ტექნიკურ მხარეს და უახლოესი მოდელის “სიცრუის დეტექტორის” აპარატს “ქართული მარში” თავის თავზე იღებს!“,- ამბობს სანდრო ბრეგაძე.