უცხოეთი
მსოფლიო დაიღალა დაქსაქსულობით: ლავროვმა გაეროს გენასამბლეას მიმართა

 საქართველო, 23 სექტემბერი, საქინფორმი. ლავროვის თქმით, მსოფლიო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარ ამოცანად კვლავაც უნდა რჩებოდეს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში.

მსოფლიო დაიღალა უთანხმოებებით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაეროს გენერალური ასამბლეისთვის ვიდეომიმართვის დროს.

აღნიშნული განცხადება ლავროვმა კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების წევრი ქვეყნების სახელით გააკეთა.

„დღეს, სამწუხაროდ, მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში გრძელდება შეიარაღებული კონფლიქტები. მათ ემატება თანამედროვეობის მწვავე საფრთხეებიც: საერთაშორისო ტერორიზმი, ნარკო- და კიბერდანაშაული, კლიმატის ცვლილება. მიმდინარე წელს ეს ჩამონათვალი კიდევ ერთი მრისხანე გამოწვევით შეივსო — კორონავირუსის პანდემიით, რომელმაც სერიოზული კრიზისული მოვლენების პროვოცირება მოახდინა სოციალურ-ეკონომიკურ და სხვა სფეროებში“,აღნიშნა დიპლომატმა.

ლავროვის თმით, გლობალურ პრობლემებზე რეაგირება წლიდან წლამდე სულ უფრო რთული ხდება, განსაკუთრებით, მზარდი დაქსაქსულობის პირობებში. ამგვარი ვითარება, მისი აზრით, უკავშირდება ზოგი ქვეყნის სურვილს, არ გაუწიოს ანგარიში სხვა სახელმწიფოთა კანონიერ ინტერესებს, რასაც თან ახლავს უცხო ქვეყნების საშინაო საქმეებში ჩარევისა და ცალმხრივი სანქციების დაწესების მცდელობები, ასევე სიძულვილი და შეუწყნარებლობა.

„მაგრამ ისტორიის ბუნებრივ მსვლელობაში გარდატეხა ვერ მოხდება. დღეს საერთაშორისო არენაზე ფეხს მყარად იკიდებს ეკონომიკური ზრდის ცენტრები, ძლიერდება შეიარაღებული კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი გზით დარეგულირების აუცილებლობა, იზრდება ერთმანეთზე დამოკიდებულება. მსოფლიო დაიღალა გამყოფი ხაზების, სახელმწიფოების „თავისიანებად“ და „სხვისიანებად“ დაყოფით, მსოფლიო ითხოვს ყოველმხრივი ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის განვითარებას. სხვა სიტყვებით რომ თქვათ, გაეროს შექმნისას, 75 წლის წინ ჩამოყალიბებული მიზნები სულ უფრო აქტუალური ხდება“, — მიაჩნია რუს დიპლომატს.

ამასთან ლავროვმა აბსურდული უწოდა ისტორიის გადახედვის, ფაშიზმზე გამარჯვებაში წვლილის შემტანი ხალხების როლის შემცირების მცდელობას.

რუსეთის მთავარი დიპლომატის თქმით, თანამედროვე პირობებში გაერო ეფექტურ სტრუქტურად უნდა რჩებოდეს, რომელიც მკაცრად თავისი წესდების შესაბამისად იმუშავებს, არ შეიძლება დაიშვას გაეროს სისტემის ძირითადი ორგანოების მანდატების გაბუნდოვნება და მათი უფლებამოსილების დუბლირება.

ლავროვის თქმით, მსოფლიოს საზოგადოების ერთ-ერთ მთავარ ამოცანად კვალავაც უნდა რჩებოდეს კონფლიქტების მხოლოდ მშვიდობიანი, დიპლომატიური გზებით მოგვარება საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, ხოლო უპირობო პრიორიტეტი — ეს ტერორიზმთან ბრძოლაში თანამშრომლობის გაფართოება უნდა იყოს.

სერგეი ლავროვმა მოუწოდა გენერალურ ასამბლეას, გადაკეტონ შეიარაღებაზე კონტროლის სისტემისთვის, განიარაღებისა და გლობალური სტაბილურობისთვის ხელის შეშლის მცდელობები.

sputnik-georgia.com