უცხოეთი
ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა არალეგიტიმური უწოდეს

 საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაციას ევროპის რამდენიმე ქვეყნის წარმომადგენლებმა არალეგიტიმური უწოდა. გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, შტეფან ზაიბერტმა განაცხადა, რომ ლუკაშენკოს ბელარუსის პრეზიდნეტად არ აღიარებს.

ანალოგიური განცხადებები გააკეთეს სლოვაკეთის, ლატვიის, ჩეხეთის, დანიისა და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმაც. მათი თქმით, ბელარუსში კრიზისი მხოლოდ პოლიტიკური დიალოგის გზით შეიძლება გადაიჭრას, რისთვისაც აუცილებელია თავისუფალი არჩევნების ჩატარება.

„ლუკაშენკოს საიდუმლო „ინაუგურაცია“ ბელარუსში არ ახდენს საარჩევნო თაღლითობისა და მისი სტატუსის ლეგიტიმაციას, სამწუხაროა, რომ ბელარუსი ხალხისა და საერთაშორისო საზაოგდოების ხმა მისთვის არაფერს ნიშნავს“, – წერს ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი.

1tv.ge