უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების გამო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შემდგარ სატელეფონო საუბარს ეხება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბარი სომხური მხარის ინიციატივით გაიმართა. რუსეთის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა დაპირისპირებულ მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობასა და კრიზისის დეესკალაციისთვის ზომების მიღებასთან დაკავშირებით.