სამართალი
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული

daakaves_kakheti2011 წლის 12 აპრილს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს   განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული, 1972 წ.დ.  ალექსანდრე ჭიაბერაშვილი, რომელმაც  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე,  ცივი იარაღის  გამოყენებით, მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა 1976 წ.დ.  თამაზ დიღმელაშვილს. დაშავებული მიღებული ტრავმის შედეგად, უგონო მდგომარეობაში  მოთავსებულ იქნა საგარეჯოს რაიონულ საავადმყოფოში, საიდანაც  ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების  გამო გადმოყვანილ იქნა ქ.თბილისის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში.

ბრალდებული აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის  19-108 მუხლით.