უცხოეთი
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა

 საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მთიან ყარაბაღში იმყოფებოდა.

სომხური მედიის ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების პარალელურად, სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელი კონფლიქტის ზონაში 5 ოქტომბერს ჩავიდა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ფაშინიანი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შეხვდა, ფრონტის წინა ხაზზე არსებული ოპერატიული სიტუაცია და აზერბაიჯანის არმიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები განიხილა.

1tv.ge