უცხოეთი
ტრამპი ბაიდენს დაეწია – ახალი გამოკითხვის შედეგები

 საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და მის ოპონენტ ჯო ბაიდენს შორის რეიტინგული სხვაობა მნიშვნელოვნად შემცირდა, იუწყება გამოცემა The Hill ჰარვარდის უნივერსიტეტის სოციოლოგიურ გამოკითხვა CAPS/Harris-ზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, შეკითხვაზე, „ვის მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნები ახლა რომ ტარდებოდეს“, გამოკითხულთა 47%-მა დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი დაასახელა, ხოლო 45%-მა — მოქმედი რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

აღნიშნული გამოკითხვის თანახმად, ტრამპმა სამი ქულით გაიუმჯობესა პოზიცია აგვისტოს მონაცემებთან შედარებით, ხოლო ბაიდენის პოზიცია ორი ქულით გაუარესდა.

CAPS-ის დირექტორის პოლ მარკ პენის განმარტებით, მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი ეკონომიკური ზრდისა და ქვეყანაში მიმდინარე არეულობების დაძლევის ფონზე გაუმჯობესდა.  

გარდა ამისა, CAPS/Harris-მა რესპონდენტებს დაუსვა კითხვა, რომელი კანდიდატის მიმართ განიცდიან პირად სიმპათიას. აღმოჩნდა, რომ ჯო ბაიდენი გამოკითხულთა 44%-ს ესიმპათიურება, 38%-ს კი — არა. დონალდ ტრამპი კი 33%-ის პირად სიმპათიას იმსახურებს საწინააღმდეგო აზრის მქონე 55%-ის საპირისპიროდ.

გამოკითხვაში, რომელიც 22–24 სექტემბერს ჩატარდა, აშშ-ის 1314 მოქალაქე მონაწილეობდა.

საპრეზიდენტო არჩევნები ამერიკის შეერთებულ შტატებში 3 ნოემბრისთვისაა დანიშნული.