აქტუალური
ფინანსთა სამინისტრომ 40 მლნ ლარის ფასიანი ქაღალდები გაყიდა

 საქართველო, 21 ოქტომბერი, საქინფორმი. ფინანსთა სამინისტრომ 20 ოქტომბერს გამართულ სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 40 მლნ ლარის ნომინალური ღირებულებისა და 10 წლიანი ვადიანობის მქონე ფასიანი ქაღალდები გაყიდა.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, აუქციონზე, მონაწილეობა 4-მა კომერციულმა ბანკმა მიიღო და მოთხოვნამ 66 050 000 ლარი შეადგინა.

ამავე ინფორმაციით, აუქციონზე მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.750%, საშაულო შეწონილი 8.775%, ხოლო მაქსიმალური 8.850% იყო.