უცხოეთი
საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს

 საქართველო, 20 ნოემბერი, საქინფორმი. საფრანგეთის სენატი მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დოკუმენტი საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

რეზოლუციის ერთ-ერთი ავტორის, სენატორ ბრუნო რეტაიოს ცნობით, განხილვა 25 ნოემბერს გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ სენატის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა და აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებული არ არის, ის შეასრულოს.

მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს საფრანგეთი, როგორც ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყანა, ჩართული იყო მოლაპარაკების პროცესში.

1tv.ge