საზოგადოება
დავით ზალკალიანი გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს

 ​საქართველო, 26 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა.

ამის შესახებ მან „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა.

„გულთბილი მილოცვა გერი კონოლის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად არჩევასთან დაკავშირებით. მოუთმენლად ველოდები თქვენთან ერთად მუშაობას ნატო-საქართელოს კავშირების დაახლოვებასა და გამოწვევების გამკლავებაში იმავე სულისკვეთებით, რომელიც თან სდევდა ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მეგობართა ჯგუფში თქვენი თანათავმჯდომარეობის დროს“, – წერს დავით ზალკალიანი.

გერი კონოლი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად 23 ნოემბერს აირჩიეს.